“ბოლო კვალი ფიქსირდება ქუთაისში, პასილოკში“ - რა არის ცნობილი 33 წლის კაცზე, რომელსაც მეორე დღეა ეძებენ
მეორე დღეა ქუთაისში 33 წლის ბიჭს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ძებნის პროცესში პოლიციაც არის ჩართული.
დათო ნოზაძე გუშინ, 23 მაისის დილის 06:00 საათზე, სახლიდან გავიდა. მისი ბოლო კვალი ფიქსირდება ქუთაისში, პასილოკში მდებარე "მაგნიტის" კამერებში.