"მიშა, ეს ბოროტება რატომ ჩაიდინე? შემხვდი და გამეცი ამაზე პასუხი" - ლევან მამალაძე მიხეილ სააკაშვილს
"მე დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე მიშას. არა ანგარიშსწორებით, არამედ დაესწრონ მისი მშობლებიც. მე ვეტყვი - მიშა, რატომ ჩაიდინე ეს ბოროტება, რატომ შეწირე ბიძაჩემის, მამაჩემის სიცოცხლე. რატომ მოწყვიტე ჩემი შვილები სამშობლოს. მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტი ვიყავი და ჩემი განადგურება უნდოდა?" - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე", ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ცნობისთვის, მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნებოდა. 19 წლის შემდეგ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.