"ადგილს ვერ ვპოულობ ნერვიულობისგან..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი?
"ყველა მხრიდან უტევენ ლუგანსკის ოლქს, ოთხი მიმართულებიდან" - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალიან დიდი ტექნიკით, არტილერიით და ავიაციით უტევენ ლუგანსკის ოლქს.
"ყველა მხრიდან უტევენ ლუგანსკის ოლქს, ოთხი მიმართულებიდან, ძალიან დიდი ტექნიკით, არტილერიით და ავიაციით... 128-ე, 57-ე (ქართველი პარტიზანები) ბრიგადის ქართველებო, მაგრად იდექით, ძმებო!!!! ადგილს ვერ ვპოულობ ნერვიულობისგან", - წერს ნადირაძე.