loader

“საქართველომ მიიღოს ლენდ ლიზის ანალოგიური კანონი და დახმარების სახით გადავცეთ ჩვენი წარმოების დიდგორი, შეჯავშნული ტექნიკა...“- გიორგი რურუა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ირაკლი კობახიძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქართველომ მიიღოს ლენდ ლიზის ანალოგიური კანონი და დახმარების სახით გადავცეთ ჩვენი წარმოების დიდგორი, შეჯავშნული ტექნიკა...“- გიორგი რურუა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ირაკლი კობახიძეს მიმართავს

გიორგი რურუა ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

“მიმართვა საქართველოს მთავრობას. ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ, როგორ შეგვიძლია უკრაინელებს დავუდგეთ გვერდში, ჩემი და ჩემი მეგობრების აზრს გადმოგცემთ.

საქართველომ მიიღოს ლენდ ლიზის ანალოგიური კანონი და დახმარების სახით გადავცეთ ჩვენი წარმოების დიდგორი, შეჯავშნული ტექნიკა ან სხვა შეიარაღება. ამით დიდ დახმარებას გავუწევთ როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და მის წარმოებას. ამ კანონის მიხედვით, კიდევ შეიძლება დამატებითი მუხლების მიღება. ასევე უკრაინის მხარეს გადავცეთ ჩვენი წარმოების ჯავშანჟილეტები.

შეგვიძლია 1000 ერთეული დასავლური წარმოების მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემა-ჩუქება გამორჩეული სამხედროებისათვის.

შეგვიძლია მუდმივად, ომის დასრულებამდე გავაგზავნოთ როტაციის სახით ჩვენი სამედიცინო პერსონალი და ფსიქოლოგები. უკრაინაში მებრძოლო საქართველოს მოქალაქეები გაუტოლდნენ ჩვენს ვეტერანებს სტატუსით. წეროვანში ამერიკული მხარის დახმარებით აშენებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის შეთავაზება.

ზაფხულში შეგვიძლია უკრაინელი ბავშვები და მშობლები ჩამოვიყვანოთ საქართველოში დასასვენებლად.

დავამატებ - უკრაინაში ჩვენი წარმოების ტექნიკის გამოჩენა და მისი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა (ამას როგორ კარგად აკეთებენ უკრაინელები, ჩანს ყველა პლატფორმაზე) ძალიან წაადგება ჩვენს წარმოებას და ჩვენი ქვეყნის იმიჯს.“ - ავრცელებს გიორგი რურუა.