loader

"გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!" - ბაია პატარაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია ოჯახში ძალადობის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა ერთმანეთისადმი უპატივცემულობაა.

„ისწავლეთ იმ მაგიდის დატოვება, სადაც ზრდილობით არ გიმასპინძლდებიან. (ინგლისურად უკეთ ჟღერს). ოჯახებში ძალადობა იმიტომ ხდება, რომ პატივისცემა ავიწყდებათ. ავიწყდებათ კი არა, არც იციან ხშირად.

ბავშვს რომ მშობელი სცემს და აგინებს, იმ ბავშვს პატივისცემა არ ეცოდინება, განსაკუთრებით ოჯახში. ქართულ ოჯახებში მოსულა ქალების და ბავშვების გინება და დამცირება, მერე ეს ჩაგვრა უკიდურეს ფორმებს იღებს.

გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!

დაქორწინებულო ქალებო: კარგად აუხსენით ქმარს, რა გწყინთ და რატომ გწყინთ; აუხსენით, რომ გინება და სხვა უხამსი მომართვა უპატივცემულობაა და ამას აღარ მოითმენთ. და მერე მართლა აღარ მოითმინოთ!

ბიჭებო: პატივი ეცით საყვარელ ქალებს, თუ პატივისცემა არ შეგიძლიათ, ე.ი. სიყვარული არ შეგიძლიათ. ეჭვიანობა სიყვარული არ არის! არ აგერიოთ კონტროლი/ფლობის სურვილიადამიანის და სიყვარული ერთმანეთში.

დაქორწინებულო კაცებო: მართეთ საკუთარი ლექსიკა და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინეთ ცოლ-შვილის მიმართ, რასაც დირექტორებთან და ქუჩის ავტორიტეტებთან იჩენთ. ოჯახის წევრების პატივისცემა ზედმეტი არასდროს არ არის.

არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე!

ოღონდ პატივისცემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორმხრივია, ამიტომ ასწავლეთ ერთმანეთს ის, რაც საკუთარ ოჯახებში შესაძლოა, არ უსწავლებიათ. შეიძლება მამათქვენი აგინებდა დედათქვენს და თქვენ გცემდნენ კიდეც მშობლები, მაგრამ რა გაეწყობა, ვაპატიოთ მათ ძველი ცოდვები და არ დავემსგავსოთ ცუდში.

პატივისცემა არ არის სადღეგრძელოს თქმა და ავტობუსში ადგილის დათმობა, პატივისცემაა, როცა არ უყვირი, როცა არ სცემ, როცა არ გძულს.

ან რატომ უნდა გვძულდეს ყველა? წაგვლეკა უკვე ამ სიძულვილმა. სულ ვიღაც გვძულს: ხან ნაცები, ხან ქოცები, ხან გეები, ხან სომხები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები, ხან შავკანიანები, ხან ჟურნალისტები, ხან ენჯეოშნიკები... სიძულვილით განვისაზღვრებით უკვე, „დაგმე მიშა“ გვჭირს, არაა საჭირო ამდენი სიძულვილი... არც საკუთარი თავის სიძულვილია სიკეთის მომტანი. გიცდიათ, რომ სიყვარულით და არა სიძულვილით განგესაზღვრათ თქვენი თავი?“ - წერს პატარაია.