loader

ემოციური ვიდეო ბათუმიდან - "იმ საშინელების გადასაფარად, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, საკმარისი შეიძლება არც იყოს, მაგრამ არის მომავლის იმედი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური ვიდეო ბათუმიდან - "იმ საშინელების გადასაფარად, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, საკმარისი შეიძლება არც იყოს, მაგრამ არის მომავლის იმედი"

ბათუმში ზაპოროჟიეს ოლქიდან უკრაინელმა წყვილმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი გენო თებიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

"ცხოვრება გრძელდება! დღეს ბათუმში ხელი მოაწერა უკრაინელმა წყვილმა ზაპოროჟიეს ოლქიდან, სერგეი გერასიმენკომ და დიანა ბელკამ.

საქმე იმაშია, რომ სერგეიმ Lenura's project -ის დახმარებით სიურპრიზი მოუწყო დიანას. როცა მეგობარი ახალ ბულვარში სასეირნოდ გეპატიჟება და უკრაინულ დიასპორასთან ერთად ასეთი შოუ დახვდა - ბედნიერებას ვერ მალავდა.

იმ საშინელების გადასაფარად, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, საკმარისი შეიძლება არც იყოს, მაგრამ არის ნათელი და მომავლის იმედი, უკეთესი ცხოვრებისთვის!

ჰოდა, მინდა ვუსურვო გამრავლება და მრავალი ბედნიერი დღე მშვიდობიან უკრაინაში ახლად შეუღლებულებს! მადლობა, საქართველო! მადლობა "ლენურას პროჯექტს"!!! თქვენ ძალიან მაგრები ხართ #უკრაინა #საქართველო არის დიდი მეგობრობა" - წერს თებიძე.