loader

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელ­გი­ამ, მას შემ­დეგ, რაც “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის” 4 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქვე­ყა­ნა­ში,  21 - დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი შე­მო­ი­ღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელ­გი­ამ, მას შემ­დეგ, რაც “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის” 4 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქვე­ყა­ნა­ში,  21 - დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი შე­მო­ი­ღო

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი” ვრცელ­დე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ვლინ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის “მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას” მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ელი­ან.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (UKHSA) წარ­მო­მად­გენ­ლის, სუ­ზან ჰო­პ­კინ­სის ცნო­ბით, ეპი­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის ერთ მოვ­ლე­ნას­თან “აშ­კა­რა კავ­ში­რი” არ არ­სე­ბობს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი” აფ­რი­კის გა­რეთ იშ­ვი­ა­თად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ­რამ ახლა ევ­რო­პა­ში 92 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ხოლო ჩრ. ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში კი­დევ 28 სა­ეჭ­ვო ინ­ფექ­ცი­აა. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა “შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია”. ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს, ის­რა­ელ­მა და შვე­ი­ცა­რი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ა­დას­ტუ­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბელ­გი­ამ, მას შემ­დეგ, რაც “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის” 4 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქვე­ყა­ნა­ში, შე­მო­ი­ღო 21 - დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი მათ­თვის, ვინც ინ­ფექ­ცი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ცნო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად მა­ი­მუ­ნებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა მჭიდ­რო ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტით - მათ შო­რის, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გზით გა­და­ე­ცეს.