loader

"ტყუ­ი­ლია, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­თან, შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ო­და" - პენიტენციური სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტყუ­ი­ლია, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­თან, შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ო­და" - პენიტენციური სამსახური

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მიერ სა­ა­კაშ­ვილ­თან და გვა­რა­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა.

"მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მიერ ვრცელ­დე­ბა გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­წყოს რე­ა­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

19 მა­ისს მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გეგ­მუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა უტარ­დე­ბო­და, რომ­ლის დრო­საც, იგი პა­ლა­ტა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კა­ტი შოთა თუთ­ბე­რი­ძე სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბას არ და­ე­ლო­და, და­ტო­ვა კლი­ნი­კა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან სა­უბ­რი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა­ში უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ტყუ­ი­ლია გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბულ მ.სა­ა­კაშ­ვილს, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, შვილ­თან, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­თან, შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ო­და. მსგავ­სი მო­თხოვ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის 2022 წლის 18 მა­ი­სამ­დე არა­ვის მო­უ­მარ­თავს. ვი­ზი­ტის მო­თხოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს, 2022 წლის 19 მა­ისს, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­მა, დე­დას­თან ერ­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

აქვე, გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ცალ­კე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი ნ. გვა­რა­მია N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­მარ­ტოო სა­კან­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ნ. გვა­რა­მია, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რის დღი­დან, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. იგი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სტან­დარ­ტულ სა­კან­ში, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმ­ყო­ფე­ბა მარ­ტო, რაც დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი, ცალ­მხრი­ვი და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან“, - ნათ­ქვა­მია გან­ცა­დე­ბა­ში.