loader

"ავტობუსში ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა" - შემზარავი ფაქტი თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობუსში ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა" - შემზარავი ფაქტი თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა

თბილისში, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. არსებული ცნობით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

"ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუ არა" - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.