loader

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. მან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ყვება, რომ 19 მაისს მათ ოფისში მომსახურების მიზნით რუსეთის მოქალაქეები მივიდნენ, ოფისში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითეს კერძო საკუთრებაში იყვნენ და სხვის ქონებას აზიანებდნენ, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქე სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელით შეეხო. მომხდარის გამო, სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლებმა სამართალდამცავები გამოიძახეს.