"წინ მიგვიძღვება პატრულის მანქანა, სკოლაში მიგვაცილებს... ბორჯომის სკოლის "ბოლო ზარსაც" ჩვენ ვიღებდით" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"წინ მიგვიძღვება პატრულის მანქანა, სკოლაში მიგვაცილებს. უკან მოგვყვება მანქანების კოლონა" - სოციალურ ქსელში ახალციხიდან ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ მიაცილებს საპატრულო პოლიცია ბავშვებს სკოლამდე.
ვიდეოს ნიკა კახეთელიძე აქვეყნებს.
"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ. 17 წლის ბიჭი დაიღუპა ავტოავარიაში. ამ სკოლის "ბოლო ზარს" ჩვენ ვიღებდით. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ნუ გააკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მერე მთელი ცხოვრება იქნება სანანებელი", - ამბობს ნიკა კახეთელიძე.
გუშნ, 20 მაისს, ბორჯომში ავტოავარიის შედეგად 17 წლის ლუკა ლეკიაშვილი დაიღუპა.
ავტომობილი, რომელშიც 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა, მდინარეში გადავარდა. მათგან ერთი (ლუკა ლეკიაშვილი) შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.