loader

"საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი იჯდა... ჰყვება, რომ წყალში არც ერთი კარი არ გაიხსნა... ბავშვი ახლაც შოკშია" - ახალი დეტალები ბორჯომში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი იჯდა... ჰყვება, რომ წყალში არც ერთი კარი არ გაიხსნა... ბავშვი ახლაც შოკშია" - ახალი დეტალები ბორჯომში მომხდარ ტრაგედიაზე

"საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი იჯდა... ჰყვება, რომ წყალში არც ერთი კარი არ გაიხსნა" - ბორჯომში მომხდარი ავტოავარიის ახალი დეტალების შესახებ, რის შედეგადაც 17 წლის ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლი დაიღუპა, სოციალურ ქსელში ნინო ჯღარკავა წერს.

მისი თქმით, ლუკას მეგობარი აკაკი ახლაც შოკურ მდგომარეობაშია.

"ეს ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ხათუნაა, 12 წლის იყო მაშინ მისი შვილი აკაკი... დღეს მთელი საქართველო შეძრა ბორჯომში მომხდარმა ტრაგედიამ - "ბოლო ზარზე" წასული ახალგაზრდები მანქანით მტკვარში გადავარდნენ. დაიღუპა ულამაზესი და უკარგესი ბავშვი ლუკა. საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ხათუნის შვილი იჯდა.

იმ დროს, როცა მე და აკაკის დეიდა ნინო ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავთან ვლოცულობდით, მისი დისშვილი, მტკვარში სიცოცხლეს ებრძოდა. სიღნაღში დაგვირეკეს, დაგვიმალეს ამბავი, ყველა ტელეფონს გვითიშავდა... საგარეჯომდე ცოცხალი იყო თუ არა, ისიც არ ვიცოდით... წარმოიდგინეთ, რა გავიარეთ, როგორ ჩავედით ბორჯომში არ მახსოვს. აკაკი ცოცხალი დაგვხვდა, პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი დაკითხვაზე და ვაი, იმ სიცოცხლეს შვილო...

ბავშვი ახლაც შოკშია, ჰყვება, რომ წყალში არცერთი კარი არ გაიხსნა. არ ვიცი, უცებ რა ძალამ გააღო კარი მსუბუქად და გადმოვედიო. არადა, კარი ახლაც ჩაკეტილია. იმ წუთებში ბოდბის მონასტრის ძალამ და ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სულმა, რომელიც ეს ორი დღე სულ ჩვენთან იყო, შვილს უპატრონა...

ცოცხალ ადამიანს ეშველება, მაგრამ რა ეშველება ლუკას და მის ოჯახს... როგორ უნდა იცხოვროს დღეიდან აკაკიმ ამ მძიმე ტვირთით?! ერთი კედელი ჰყოფთ ბორჯომში მათ სახლებს. საშინელი ტრაგედია ტრიალებს, საშინელი...

"ბოლო ზარზე" ბავშვების მანქანებით სიარული უნდა აიკრძალოს. რამდენი ოჯახი გაუბედურდა უკვე. ახლა ისე ვარ, ენით ვერ ავწერ. დღეს ლუკასთან ერთად აკაკიც მკვდარია და მათი ოჯახებიც.

ხათუნა, დღეიდან შენ უპატრონე ლუკას, შენი მეგობრის შვილს... აკაკის კი ჩვენ შევძლებთ აქ შევუმსუბუქოთ ის მძიმე ტვირთი, რაც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს... მძიმე დღე გვქონდა დღეს ძალიან მძიმე" - წერს ნინო ჯღარკავა.