loader

"აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა "სრულიად გათავისუფლდა", ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ" - რუსი სამხედროები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა "სრულიად გათავისუფლდა", ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ" - რუსი სამხედროები

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა "სრულიად გათავისუფლდა", ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აქვეყნებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 - კაციანი ჯგუფი, დანებდა.

„მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან აზოვის ნაცისტური ფორმირების უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი იყო ბლოკადაში, მთლიანად გათავისუფლდა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იყვნენ, „დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი დღეს ჩაბარდა".

BBC-იმ აღნიშნული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.