"ქიმიური მოწამვლა არ აღმოჩნდა იოლი მოსაშორებელი, ისევ შემაბრუნეს კლინიკაში, უკვე მეოთხედ" - ნადიმ ხმალაძე
"ჩემი მეგობრები დაბრუნდნენ საქართველოში. მეც გადავწყვიტე 4 დღის უკან გამომგზავრება საქართველოში, მაგრამ ეს ქიმიური მოწამვლა არ აღმოჩნდა იოლი მოსაშორებელი", - ამის შესახებ ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წამოსვლის წინა დღეს ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში დააბრუნეს.
"წამოსვლის წინა დღეს გავხდი ცუდად და ისევ შემაბრუნეს კლინიკაში, ეს უკვე მეოთხედ.
ამჯერად უკეთესად ვარ და პროგრესიც სახეზეა. ვრჩები შემდეგ კვირამდე კლინიკაში. ყველაფერი მაგრად იქნება. მადლობა ყველას გამხნევებისთვის და ყურადღებისთვის" - წერს ნადიმ ხმალაძე.