loader

"მას მერე შოკში ვარ... ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ, იმან მეც თავზარი დამცა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მას მერე შოკში ვარ... ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ, იმან მეც თავზარი დამცა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე?

"შეგვეხმიანა უკრაინული არხი და გვთხოვა, დავხმარებოდით მასალით რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საქართველოში. ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ, იმან მეც თავზარი დამცა" - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს სირცხვილიც უნდა ჩამოვირეცხოთ...

"5-6 კვირის წინ შეგვეხმიანა უკრაინული არხი და გვთხოვა, დავხმარებოდით მასალით რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საქართველოში (ბუჩას კონტექსტში სჭირდებოდათ, რომ რუსეთის ხელწერა არ იცვლება).

დავიწყეთ მოძიება - ზედაპირულად ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ მოგროვება, გადამოწმება და მოწესრიგება ხომ უნდოდა.

მას მერე ვარ შოკში.

მე ვარ პოლიტიკით დაინტერესებული და პოლიტიკურ მოვლენებზე უკიდურესად ინფორმირებული ადამიანი - ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ, იმან მეც თავზარი დამცა.

მერე გამახსენდა, როგორ მივიღეთ ჩვენ, პურის რიგებში დგომისგან გაბოროტებულებმა ეს ნატანჯი ხალხი და ისე შემრცხვა - უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა, ან სულაც შეურაცხყოფა და სტიგმატიზაცია.

ჩვენ ეს სირცხვილიც უნდა ჩამოვირეცხოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.