"ზელენსკებმა პუტინები მოხნესო/მოტ**ესო... გამოფხიზლდით, კაცებო და ქალებო! ნუ ეძახით თქვენს საყვარელ გამარჯვებულებს გამაუპატიურებლებს" - ბაია პატარაია
"უკვე არაერთი გახარებული სტატუსი შემხვდა: ზელენსკებმა პუტინები მოხნესო/მოტ**ესო, ერთმა რუსეთი და მეორემ პუტინის ქალიშვილიო. ვულგარულობა და სკაბრეზი მე არ მაწუხებს, მაგრამ სქესობრივი აქტის ძალადობად გამოყვანა ყოველთვის დააზიანებს ყველა ქალს!" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნებაყოფლობითი სექსი ძალადობა არ არის და არც ქალის დაჯაბვნა და მოხმარებაა სექსი. როგორც ბაია პატარა აღნიშნავს, ის არასდროს უნდა წარმოვაჩინოთ ქალის დამცირებად და დაჩაგვრად.
"თუ ქალზე ძალადობენ, მაგას გაუპატიურება ჰქვია და არა სექსის აღმნიშვნელი სხვა სიტყვები, როგორიცაა "ტყ&%ა", "ჟიმ%%%ბა" და სხვა.
ენაში ვცხოვრობთ და ვოპერირებთ - ენა განსაზღვრავს ჩვენს აზროვნებას და აღქმებს. თუ გააგრძელებთ და სექსს გაუიგივებთ ძალადობას და დამცირებას, თქვენი ენით შეუწყობთ ხელს ქალის დამცირებას და კაცის მოძალადედ გამოყვანას.
არ ვიცი, რატომაა ეს ასე რთულად გასაგები. სანამ სექსს ქალის დამცირებად წარმოაჩენთ, მანამდე შეიკავებენ ქალები თავს სექსისაგან. თუ ეს შედეგი გინდათ - გასაგებია, მაგრამ ვისაც თავისუფალი ადამიანები გინდათ, მათ შორის, სექსუალურად თავისუფალი, უკომპლექსო და თავდაჯერებული, თქვენ მაინც ნუ გაუიგივებთ სქესობრივი აქტის აღმნიშვნელ სიტყვებს ძალადობას.
და საერთოდ, გაუპატიურებით რანაირად ხარობთ? ზელენსკიმ რუსეთი გააუპატიურაო, ეგ გიხარიათ? Rape culture ჰქვია ამას, ანუ გაუპატიურების კულტურა, როცა გამარჯვებულს და ძლიერს რეიფისტად წარმოაჩენთ, ხოლო დამარცხებულს - ქალად.
გამარჯვების კონტექსტიდან გაიტანეთ გაუპატიურება! გამარჯვება შესანიშნავი აქტია და არაფერი აქვს საერთო გაუპატიურებასთან და ძალადობასთან.
სანამ არ გაათავისუფლებთ ენას, ვერ გათავისუფლდებით თქვენ! სანამ გამარჯვებულს რეფისტად და გამაუპატიურებლად წარმოაჩენთ, იქამდე არ დასრულდება ე.წ. Rape culture - გაუპატიურების კულტურა, სადაც გაუპატიურება მოწონებული და კარგი აქტია.
გამოფხიზლდით, კაცებო და ქალებო, და ნუ ეძახით თქვენს საყვარელ გამარჯვებულებს რეიფერებს და გამაუპატიურებლებს. არა მგონია, ეს ვინმეს სიამოვნებდეს და თუ სიამოვნებს, ღრმად ჩაიხედოს საკუთარ თავში და დასვას შეკითხვა, აღიქვამს თუ არა თავს მოძალადედ?
ბევრი შთამბეჭდავი გამარჯვება მქონია ცხოვრებაში და ჩემთვისაც უთქვამთ, რა მაგრად "ჩახადე", "გაუდე", "წაკუზეო" და ყოველთვის ყველას ვუსწორებ ენას - დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი გამარჯვებები არავის "წაკუზვა" და დამცირება არ არის!
ენიდან იწყება აზროვნების ცვლილება!" - წერს ბაია პატარაია.