loader

"კარგად უნდა სცემო ეს ნაგავი! ზუსტად ასეთების გამო იღუპებიან" - რა ვიდეო ვრცელდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგად უნდა სცემო ეს ნაგავი! ზუსტად ასეთების გამო იღუპებიან" - რა ვიდეო ვრცელდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან?

"ლისის ტბიდან ჩამოსასვლელ გზაზე დრიფტი. ერთ მომენტში მაგრად გადარჩა. რატომ რისკავთ სხვისი სიცოცხლით? შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას შვრებით? როგორ ხართ?" - ვიდეო "ფეისბუქგვერდზე" "ჩემი ქალაქი მკლავს" გამოქვეყნდა.

ვიდეოს კომენტარებში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა:

"კარგად უნდა სცემო ეს ნაგავი! ზუსტად ასეთების გამო იღუპებიან, ასეთს არც მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეს და არც მანქანაზე დაჯდომის უფლება";

"ასეთმა უპასუხისმგებლო ადამიანმა დაღუპა შარტავას ქუჩაზე ბავშვი, რომელიც დღემდე იბრძვის გადარჩენისთვის. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს იდიოტობა ქუჩებში";

"თავის თავსაც საფრთხეს უქმნის და სხვის სიცოცხლესაც";

"რამდენი ოჯახია გაუბედურებული ასეთი უპასუხისმგებლო "მოსრიალეების" მიერ. არ მოეშვათ! ასე გააგრძელეთ!"

"ისე დაწერილი გულებით და ლაიკებით თუ ვიმსჯელებთ, არ მიკვირს, დღე არ გავა, ვინმე არ დაიღუპოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად";

"ნეტავ, ამათ ტვინზე რამდენი ნაოჭი აქვთ? შვილს, დას, ძმას, ახლობელს რომ აგილეწავს ასე "სუფთად მოდრიფტავე", მერე ორ-ორი გული და ლაიქი დაუწერეთ";

"ეს ახლა ჩვეულებრივი მკვლელია ჩემს თვალში";

"ვისაც სასაცილო ჰგონია, მაშინ ყოველ გაზზე დაჭერისას გაიხსენეთ, რომ პატარა ბიჭი ახლაც ამპუტირებული ფეხით სიცოცხლეს ებრძვის მსგავსი "გართობის" გულისთვის";

"საცოდაობა ის არის, რომ ბევრ შემთხვევაში თვითონ მძღოლი არ იტეხავს კისერს, სხვას კლავს. თვითონ აგრძელებს სიცოცხლეს უნამუსოდ, რაც არასამართლიანია"...