loader

ახალი საშიში ნაპრალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ წვიმამ გამოიწვია - "აქედან მოსახლეობის ევაკუირება უნდა მომხდარიყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი საშიში ნაპრალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ წვიმამ გამოიწვია - "აქედან მოსახლეობის ევაკუირება უნდა მომხდარიყო"

2015 წლის წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილის ქრონიკები მოსახლეობას კარგად ახსოვს. ტრაგედია, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თრიალეთის ქედის კალთებიდან დაიწყო.

დაცურდა კლდის მთლიანი ფენა, რომელიც დაახლოებით მილიონ ორასი ათას კუბურ მეტრ მიწის მასას ნიშნავს. მიწამ 650- მეტრიანი გზის მონაკვეთი დაანგრია. შემდეგ ადიდდა მდინარე ვერე, ღვარცოფმა კი დედაქალაქამდე მიაღწია.

ერთი შეხედვით მივიწყებული პრობლემა ისევ აქტუალური გახდა, რადგან შემოღობილი კლდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დღეს ახალი ნაპრალები ჩნდება.