loader

"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

"არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ რუსი ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიეში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გაჭიანურებული ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის.

"გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის, ისევე, როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას.

ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებულნი, მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (MLRS, მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე", - აღნიშნა რეზნიკოვმა.