“ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა“ - დეტალები აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შესახებ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა ბავშვებში ღვიძლის დაზიანებას იწვევს.