loader

"SOS, ამ საღამოს  მოიპარეს კლინიკიდან, ნუ გაწირავთ, დაიღუპება" - სოციალურ ქსელში გლდანის ვეტერინარული კლინიკიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS, ამ საღამოს  მოიპარეს კლინიკიდან, ნუ გაწირავთ, დაიღუპება" - სოციალურ ქსელში გლდანის ვეტერინარული კლინიკიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ვრცელდება

ვეტერინარული კლინიკა Vet-Express-ი აცხადებს, რომ შეფარებული ლეკვი, რომელსაც ბევრი დაავადება აქვს და მკურნალობდნენ, მოიპარეს. კლინიკა ითხოვს, რომ მოპარული ძაღლი უკან დააბრუნონ, რადგან მკურნალობის გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„SOS ვითხოვთ დახმარებას! გლდანის ვეტერინარული კლინიკიდან მოიპარეს შეფარებული ლაბრადორის მეტისის 6 თვის ლეკვი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ჭირი და ასევე აქვს ლეიშმანიოზი, რომელსაც ვმკურნალობდით. ამ საღამოს ვიღაც უსინდისომ გატეხა ვოლიერი და საღამოს მოსვლისას ძაღლი აღარ დაგვხვდა. ძაღლი არის ჩალისფერი. ტანის და თავის ცახცახი ჰქონდა, რომელიც ჭირმა დაუტოვა. ასევე, ფეხებზე, მუცელსა და სახეზე აღენიშნება კანის სიწითლე. თუ ვინმემ შეამჩნია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კლინიკაში, ან ამ ნომერზე დარეკეთ 599 51 55 97.

ძაღლი არის კეთილი, ძალიან აქტიური. ვინმეს თუ გეცნობათ ეს ადამიანი, იქნებ ხმა მიაწვდინოთ ან შეგვატყობინოთ, რომ ძაღლი გადის მკურნალობას და საჭიროებს ვეტერინარულ დახმარებას. ისე დაიღუპება და ნუ გავწირავთ ძაღლს.“ - ნათქვამია განცხადებაში.