loader

"ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეკომპანია "მთავარი" გახდება "აზოვსტალი" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეკომპანია "მთავარი" გახდება "აზოვსტალი" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეკომპანია "მთავარი" გახდება "აზოვსტალი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა.

"ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეკომპანია "მთავარი" გახდება "აზოვსტალი". ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ! და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.