loader

"თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება" - ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება" - ინგა გრიგოლია

მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

როგორც ცნობილია, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ, საბოლოო სიტყვით.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე იღებდა. გვარამიამ მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოუწოდა.

ვიდეო: "მთავარი არხი"