loader

გრიგორი ლეპსი დონბასში იარაღით გამოჩნდა - რას წერს მომღერალი ტელეგრამზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგორი ლეპსი დონბასში იარაღით გამოჩნდა - რას წერს მომღერალი ტელეგრამზე?

პუტინის მხარდამჭერი მომღერალი, გრიგორი ლეპსი უკრაინის დონბასში, ერთ-ერთ მებრძოლთა საწვრთნელ მოედანზე იარაღით გამოჩნდა.

გასროლის ამსახველი ფოტო მან ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა.„წავიდეთ გადაღებაზე“, - წერს ის.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოზე კრიტიკული კომენტარები სასწრაფოდ იშლება, რჩება მხოლოდ ქება-დიდება. კომენტარებში მომხმარებელთა ცალკეული ნაწილი ომის დამთავრების მომხრეა.

11 მაისს ლეპსმა ვიდეოთი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩავიდა დონბასში, სადაც ოკუპანტებისთვის კონცერტი გამართა.

ცნობისთვის, ლეპსი უკრაინაში ომს მხარს უჭერს.