loader

"ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს..." - სტეფანე მღებრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს..." - სტეფანე მღებრიშვილი

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი, სოციალურ ქსელში წლევანდელ ევროვიზიას ეხმაურება:

"ევროვიზიაზე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება შეეშალათ, გაირკვევა ალბათ.

წელსაც BBC ის ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ, ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს მიკავშირდებიან, როგორც არასამართლიანად დაბლოკილს მაგ კონკურსზე.

ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს.

საქართველოს მაუწყებელზე ერთხელაც არ წამოცდენიათ ჩვენი ჯგუფის სახელი. მაშინაც ეშინოდათ არ გაეღიზიანებიათ ვინმე.

ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება, როცა ყოველ ჯერზე აცხადებთ, ვინ მიიღო მონაწილეობა. მაგხელა გამოხმაურება მაინც არავის არ ქონია რაც ჩვენ.

ეს არაფერს არ შეცვლის არც ჩემთვის, არც არავისთვის. მაგრამ ფაქტის იგნორირება ყოველ წელს ესე შეგნებულად … მგონი ტეხავს", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.