loader

"დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს" - სერგეი ლავროვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს" - სერგეი ლავროვი

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საშინაო და თავდაცვითი პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნათელია, რომ შედეგებს ყველა გამონაკლისების გარეშე იგრძნობს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რადგან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჩვენ რა თქმა უნდა, მას ვიღებთ“,- განაცხადა ლავროვმა.

სიტყვით გამოსავლისას ლავროვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქცებსაც გამოეხმაურა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ამა თუ იმ სახით, ისინი თითქმის ყოველთვის იყო“.