loader

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის ოჯახსა და ახლო გარემოცვას, მათ შორის ალინა კაბაევას სანქციებს უწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის ოჯახსა და ახლო გარემოცვას, მათ შორის ალინა კაბაევას სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ვლადიმერ პუტინის ოჯახსა და მისი ახლო წრის ათეულ წარმომადგენელს, მათ შორის, ქალს, რომელიც დიდი ხანია პუტინის პარტნიორად არის მიჩნეული, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა ოჩერეტნაიასთვის, მედია ხელმძღვანელისა და პუტინის სავარაუდო პარტნიორის, ალინა კაბაევასთვის და კაბაევას ბებიის, ანა ზაცეპლინასთვის.

,,პუტინი ეყრდნობა მის ოჯახს, ბავშვობის მეგობრებსა და შერჩეულ ელიტას, რომლებმაც მისი მმართველობით ისარგებლეს და თავის მხრივ, მისი ცხოვრების წესს მხარს უჭერენ. მათი ჯილდო რუსეთის სახელმწიფო საქმეებზე გავლენაა, რაც მათ ფორმალურ პოზიციებს სცილდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.