"სიკვდილის ბარათები“ ოკუპანტებისთვის - ყირიმში უცნაური გამაფრთხილებელი ნიშნები გამოჩნდა
„რუსეთის ფედერაციის სამხედროვ, იცოდე, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ! ყირიმი უკრაინაა!“, - ასეთი „მოლოცვის“ მიღება, ყირიმში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლმა დამპყრობლებმა და მათმა ახლობლებმა დაიწყეს.
„უბრალოდ პანიკაა. სახლში დავბრუნდი და ჩემს კარზე - აი... ჩემი ქმარი უკრაინაში "სამხედრო სპეცოპერაციაში" მონაწილეობს. ღმერთო...“, - ამბობს ვიდეოში ქალი.