უკრაინა რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსი ტყვეების გადაცემას სთავაზობს
უკრაინა რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსი ტყვეების გადაცემას სთავაზობს. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსულ მხარესთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც გრძელდება. ირინა ვერეშჩუკს მიაჩნია, რომ ამ დროისთვის „აზოვსტალის“ განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია, „აზოვსტალის“ დამცველებს კი ტყვედ ჩაბარება არ სურთ.