18+ ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, როგორ სჩადიან რუსი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულს
ვიდეოზე დაფიქსირებულია რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცთა მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული.
ფაქტი მარტში, კიევთან ახლოს მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ ორი რუსი ჯარისკაცი ზურგში ესვრის ორ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს.
სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერს CNN ავრცელებს.