"სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო... დღის მანძილზე უჩვეულოდ ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი" - ნიკოლოზ რაჭველი
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პიანისტ ლექსო თორაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
"ლექსო… ვაიმე… ვაახ… სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო… დღის მანძილზე უჩვეულოდ ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი… ლექსო თორაძე… რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის… და ჩემთვის… მე ჩემი ლექსო დავკარგე დღეს… ძალიან ახლობელი, ძალიან…" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, პიანისტი ამერიკაში ცხოვრობდა.
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.