"ახლა ვეუბნები აქედან, სადაც უნდა ვიყო, რამდენი ხანიც უნდა ვიყო..." - ნიკა გვარამიამ სასამართლოზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს ბიძინა ივანიშვილს მიმართა
"3 თუ 4 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში და აი, იმ 3 დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას. გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის. და ახლა ვეუბნები, აქედან, სადაც უნდა ვიყო, რამდენი ხანიც უნდა ვიყო, სახეს ავახევ. მგონი, არ დასჭირდება, ამ თვის ბოლომდე ისედაც ასე იქნება. მეც შევიტან ჩემს წვლილს ამაში აუცილებლად", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ მისი საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მიმართა.