loader

"დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ასეთი შემთხვევა არ გვქონია" - თუ ბინას აქირავებთ ან ქირაობთ, ამ ახალი თაღლითური სქემის შესახებ უნდა იცოდეთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ასეთი შემთხვევა არ გვქონია" - თუ ბინას აქირავებთ ან ქირაობთ, ამ ახალი თაღლითური სქემის შესახებ უნდა იცოდეთ!

ბინის გაქირავებისას დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის პრობლემები არახალია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მოქირავნის მხრიდან თანხის გადაუხდელობაა, თუმცა პრობლემა, რომელზეც დღეს გიყვებით, სრულიად განსხვავებულია.

სალომე კურტანიძე სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე წლებია ბინას დღიურად აქირავებს. ბინა 3 დღით რამდენიმე დღის წინაც გააქირავა, თუმცა მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ბინა თაღლითს მიაქირავა. როცა დათქმული ვადის შემდეგ საკუთარ ბინაში მივიდა, გაოცებული დარჩა, რადგან მის ბინაში უცხოელები ცხოვრობდნენ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცმა, რომელმაც ბინა სალომესგან რამდენიმე დღით იქირავა, უცხოელებზე 4 თვით გააქირავა, თანხა კი წინასწარ აიღო.