loader

"ამ წამს გავიგე, მძღოლი ეუბნებოდა მეორე მძღოლს..." - რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მერიის ახალ გადაწყვეტილებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წამს გავიგე, მძღოლი ეუბნებოდა მეორე მძღოლს..." - რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მერიის ახალ გადაწყვეტილებას

შეიძლება თუ არა სამარშრუტო ტაქსიში მგზავრების ფეხზე დგომა? ბოლო 1 კვირაა, მოსახლეობა ამ კითხვას ხშირად სვამს.

ფეხზე დგომა სამარშრუტო ტაქსებში როდიდან არის შესაძლებელი? ხალხო, ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, არ ვიცი, რა იქნება!

თვითნებური გადაწყვეტილება თუ ახალი რეგულაცია.

"პალიტრავიდეოს" გადამღებმა ჯგუფმა სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ნამდვილად რთავენ უფლებას მგზავრებს, გადაადგილებისას ფეხზე დადგნენ.

როგორც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ოფიციალური ნებართვა არ არსებობს; პირიქით, ის სასტიკად აკრძალულია.

ინფორმაციის გადამოწმების ერთადერთი წყარო თბილისის მერიაა. მათი თქმით, მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ აქვს, თუმცა ერთეულ სამარშრუტო ხაზზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადის ზრდა საგრძნობია, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს, ფეხზე დგომით იმგზავროს.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა შეიცვალა, რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი კი თანამედროვე, ლურჯი ფერის მიკროავტობუსების შემოსვლა იყო, რის შემდეგაც სამარშრუტო ტაქსიში მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის ადამიანები დაიშვებოდნენ.

ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა თბილისში ახალი არაა. სწორედ ლიმიტირებული ადგილებიდან გამომდინარე, ქალაქში დიდი ხნის განმავლობა იყო რიგები.

თუმცა ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ახალი გადაწყვეტილება?