ედუარდ სააკაშვილის კომენტარი ციხეში მამის მონახულების შემდეგ
"რაც მამაჩემი დააკავეს, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველი ნახვისას მისი მდგომარეობა უარესდება, რაც ძალიან რთული და მტკივნეული საყურებელია.
მე, როგორც მის შვილს და გიულის, როგორც მის დედას, გვინდა, რომ დავეხმაროთ, რაიმე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ სრულიად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან მიმართებით. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო, მას აქვს პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.