loader

“ოდესმე, საქართველოში თუ ეს ორგანიზაცია რაიმე ფორმით დაშვებული გახდა, ტურისტადაც არ ჩამოვალ“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ოდესმე, საქართველოში თუ ეს ორგანიზაცია რაიმე ფორმით დაშვებული გახდა, ტურისტადაც არ ჩამოვალ“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მიმართვას ავრცელებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სტატუსს ავრცელებს:

“სადღაც გადავაწყდი სენტიმენტებს მხედრიონზე და არ შემიძლია არ ვთქვა.

მხედრიონი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ჩაიდინა იგივე დანაშაული, რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინაში. სისასტიკის ყველა კომპონენტით, მათ შორის, გაუპატიურებით.

ძალიან იშვიათად არსებობს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს, უმეტესად შავსა და თეთრს შორის არის ტონების გრადაცია. მხედრიონი იყო ცალსახად შავი ლაქა, უბოროტესი ძალა, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავალი განუსაზღვრელი დროით გადაავადა.

ოდესმე, საქართველოში თუ ეს ორგანიზაცია რაიმე ფორმით დაშვებული გახდა ან თუნდაც რომანტიზირებულ იქნა, მე პირადად ტურისტადაც არ ჩამოვალ იმ ქვეყანაში და არც შვილებს გავუშვებ. ერთხელ უკვე გავატარე სარდაფებში ბავშვობა ამ ბოროტმოქმედების წყალობით.“ - წერს ნანა გეგეჭკორი.