loader

"ხალხის სუნთქვაც კი მესმის, მიკროფონით ველაპარაკები" - ყველაზე უცნაური კორპუსი თბილისში, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხის სუნთქვაც კი მესმის, მიკროფონით ველაპარაკები" - ყველაზე უცნაური კორპუსი თბილისში, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებისთვის ამ ხიდში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია, თუმცა სხვა ადამიანების ყურადღებას ნამდვილად იქცევს. დღის განმავლობაში ამ „ცაში გამოკიდებულ ხიდს“ უამრავი ტურისტი სტუმრობს. უცხოელები ხიდს, როგორც ღირსშესანიშნაობას, ისე ათვალიერებენ და სამახსოვრო სურათებსაც იღებენ. ადგილობრივებს უცხოელების ინტერესი უკვირთ, თუმცა ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია, რადგან ეს ერთადერთი კორპუსია და მსგავი ნაგებობა მსოფლიოში არ არსებობს.

ამ უნიკალური ხიდებიანი კორპუსის არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილია, თანაავტორი კი გიზო ფოცხიშვილი გახლავთ. ხიდებიანი კორპუსის მშენებლობა 1979 წელს დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ხიდს უზარმაზარი დანიშნულება გააჩნია, ვინაიდან ქვეითად მოსიარულეებისთვის ნუცუბიძიდან პლატოზე ამოსასვლელ გზას ამოკლებს.