“მისი ტანის დაახლოებით 70% არის ღია ჭრილობა, შეიძლება ორგანოების დანახვა... ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის“ - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის მამა საზოგადოებას მიმართავს
შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“დღევანდელი მდგომარეობით ექიმები ვერაფერს გვპირდებიან.
იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და დათის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი იქნება საჭირო. ამ თანხაში არ შედის იმპლანტის საფასური. იგი მთლიანად დათის სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.
მისი ტანის დაახლოებით 70% არის ღია ჭრილობა, შეიძლება ორგანოების დანახვა. დათი ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის. ექიმები ფიქრობენ, რომ მისი ოპერაციები ძალიან რთული იქნება და ასევე, საკმაოდ რთული იქნება ჭრილობების დახურვა, რადგან არ იციან, ასეთი ჭრილობები როგორ დახურონ.” - დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი.
TBC:#GE05TB7962745064300024
BOG:#GE90BG0000000101545483