loader

სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან - "საარტილერიო დაბომბვის შედეგად დავით ჟვანია დაიღუპა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან - "საარტილერიო დაბომბვის შედეგად დავით ჟვანია დაიღუპა“

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ ყოფილი სახალხო დეპუტატი დავით ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქში, "ნაცრისფერ ზონაში" დაბომბვისას დაიღუპა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა Telegram-ის საკუთარ არხზე ცნობა გაავრცელა:

"ყოფილი სახალხო დეპუტატი დღეს ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო "როსატომის" არაოფიციალური წარმომადგენელი", - წერს ის