loader

რა ხდებოდა ოკუპირებულ ცხინვალში მას შემდეგ, რაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ოკუპირებულ ცხინვალში მას შემდეგ, რაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა

ოკუპირებულ ცხინვალში ალან გაგლოევის მომხრეებმა ლიდერის გამარჯვება ავტორალით აღნიშნეს.

ვიდეოს დავით ჟვანია ავრცელებს.

“სიამაყის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ანატოლი ილიჩმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - ამის შესახებ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს.

„ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს“, - აღნიშნა გაგლოევმა.

ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53.67%-ით ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. მოქმედ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კი, „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი.