"გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რუსეთში გახშირებული ხანძრების ერთ-ერთი კერის გაჩაღების ფაქტი" - რას წერს კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი?
"გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რუსეთში გახშირებული ხანძრების ერთ-ერთი კერის გაჩაღების ფაქტი.
ქალაქ ნიჟნევარტოვსკის სამხედრო კომისარიატს უცნობი ესვრის "მოლოტოვის კოქტეილებს" ხანძრის გაჩენის მიზნით.
საინტერესოა, რამდენადაა ორგანიზებული ის უკრაინის მიერ, შესაძლო ადგილობრივი ომის მოწინააღმდეგეებიც პროტესტს ასე გამოხატავდნენ.
ასეთი ფაქტების სიმრავლე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის" - ამის შესახებ კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.