loader

“სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

“ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო.

1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის.

ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება!

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს უძვირფასეს ვეტერანებს.

პატივს მივაგებთ საქართველოს იმ 300 000 შვილს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვების მოპოვებაში.“ - აღნიშნავს გიორგი გახარია.