loader

ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსებმა "აზოვსტალზე" შტურმი განაახლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსებმა "აზოვსტალზე" შტურმი განაახლეს

რუსულმა ძალებმა მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაზე შტურმი განაახლეს მას შემდეგ, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, - Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ "ტელეგრამში" განაცხადა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, ოკუპანტებმა "აზოვსტალზე" შტურმი დაიწყეს. კერძოდ, ისინი შეეცადნენ ხიდის გავლით გარღვევას, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო, თუმცა წარუმატებლად", - აღნიშნა მან.

ცნობისათვის, 7 მაისს "აზოვსტალიდან" ყველა ბავშვის, ქალისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.