loader

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, განცხადებით ეხმაურება:

“მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.

პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა.“ - ავრცელებს რატი ბრეგაძე.