loader

“ამას ვერ გავატარებ... აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული“ - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამას ვერ გავატარებ... აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული“ - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანის შესახებ

“არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა, მაგრამ ამას ვერ გავატარებ:

“თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ წმენდაზე, მისნაირი რეგვენების წყალობით, მორიგი ოკუპაციის და ომის შანტაჟის ქვეშ ქვეყნის განვითარების პარალიზებაზე …

თუმცა ალბათ არც ოჯახში ეცალათ პატარა რომ იყო, აეხსნათ, სავარაუდოდ მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით იყვნენ დაკავებული რაც პროკურატურაში არსებული საქმეებით ჩანს და ასე გაიზარდა.

აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად“ - წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანის განცხადების შესახებ.

“თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფის ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.