"ჩვენი ელიტარული დანაყოფი... ვიბრძვით უკრაინისთვის, საქართველოსთვის, კავკასიისთვის" - ქართველი მებრძოლი უკრაინიდან ახალ ვიდეოს აქვეყნებს
"მინდა ეს ომი დამთავრდეს შემდეგნაირად: განთავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ჯარებისა და ანექსიისაგან უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და მთლიანი კავკასია. დროა კავკასიურმა უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნებმა დაიბრუნოს დამოუკიდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი დემოკრატიული კავკასიური ქვეყნების ალიანსი!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლადო გამსახურდია წერს და ვიდეოს აქვეყნებს.