"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ბრიფინგი ბათუმში - "გაათავისუფლეთ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები"
გაათავისუფლეთ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებიც “ქართული ოცნების” ტყვეები არიან,- ამის შესახებ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა აღნიშნეს, წუხელ სამართალდამცავებმა ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უკანონოდ დააკავეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე აჭარის მთავრობის სახლთან განვითარებული მოვლენების შესწავლას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს სთხოვს.