loader

"რატომ მაკავებთ? რა დავაშავე?" - დაპირისპირება ბათუმში, დაკავებულია 22 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ მაკავებთ? რა დავაშავე?" - დაპირისპირება ბათუმში, დაკავებულია 22 ადამიანი

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა აიღეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცავებისგან განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ აიღეს კარვები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის 22 მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქამდე დარჩებოდნენ აჭარის მთავრობის სახლთან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა არ მოხდება. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა აღნიშნული კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეო: "ფორმულა"