loader

"რუსი ტურისტებისთვის არ იმღერებდნენ"  - მელაძე და ბრეჟნევა თურქეთში კონცერტებს აუქმებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსი ტურისტებისთვის არ იმღერებდნენ"  - მელაძე და ბრეჟნევა თურქეთში კონცერტებს აუქმებენ

ცნობილი ხდება, რომ ვალერი მელაძისა და ვერა ბრეჟნევას თურქეთში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა. გადაწყვეტილება კონცერტების გაუქმების თაობაზე მუსიკოსებმა თავად მიიღეს. ინფორმაციას მედიისთვის სასტუმრო Port Nature Luxury Resort Hotel & Spa-ს მენეჯერი ავრცელებს.

„არტისტებმა უარი თქვეს თურქეთში გამოსვლებზე, მთავარ მიზეზად რუსი ტურისტების ნაკადი დასახელდა, რომლებიც სასტუმროებში ამ დროს ისვენებენ. მუსიკოსებმა მტკიცედ თქვეს, რომ რუსი ტურისტებისთვის არ იმღერებდნენ“ – განაცხადეს სასტუმროს ადმინისტრაციაში.