“ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, ვინც ასე შეწუხდა ჩემი “ჟუაჩკის“ ღეჭვით“ - ანა მარგველაშვილი სასამართლოში გადაღებული კადრების შესახებ მიმართვას ავრცელებს
“ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, ვინც ესე შეწუხდა ჩემი “ჟუაჩკის“ ღეჭვით. მეტს აღარ ვიზამ მართლა“ - წერს ანა მარგველაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მას საღეჭი რეზინის გამო საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს.
დღეს გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული დარბაზიდან 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სოსო ყიფშიძე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. არსებული ინფორმაციით, ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რის შემდეგაც კონფლიქტში სოსო ყიფშიძეც ჩაერთო. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინასთან ხელკეტებით მიიჭრნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაზიანებები კი ორივე მხარემ მიიღო.
ვიდეო: "ტვ პირველი"